მინდა, გთხოვოთ ყველას, ევროვიზიის მონაწილე უნიჭიერეს ბავშვებს მიეცით ხმა, დავუდგეთ გვერდით ჩვენი ქვეყნის სახელით წარმატების მოპოვებაში, მათი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა –

დედაქალაქის მერი საზოგადოებას ევროვიზიის ქართველი მონაწილეების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
როგორც კახა კალაძე აცხადებს, მათი გამარჯვება, ქვეყნის გამარჯვებაა.
„ჩვენ ძალიან უნიჭიერეს ბავშვებს, ანასტასია ვასაძეს, ნიკოლოზ ხარატსა და ოთო ბაზერაშვილს, რომლებიც საბავშვო ევროვიზიაზე წარმოადგენენ საქართველოს, ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. მათი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა, ამისთვის საჭიროა გავერთიანდეთ ყველა, დავუდგეთ გვერდით პატარებს ჩვენი ქვეყნის სახელით წარმატების მოპოვებაში. მინდა, გთხოვოთ ყველას, არ დაიზაროთ იაქტიურეთ, მიეცით ხმა ევროვიზიის გვერდიდან დღეს და ხვალ. წარმატებები და გამარჯვება საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ 26 ნოემბერს Palais Nikaïa-ს სცენაზე მეათე ნომრად წარდგება. 24 ნოემბრის 23:00 საათიდან კი საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე vote.Junioreurovision.tv ხმის მიცემა დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში