მიმდინარე წლის სექტემბერში ფულის გათეთრების 15 შემთხვევა დაფიქსირდა – სტატისტიკა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის[ფულის გათეთრების] 15 ფაქტი დაფიქსირდა.
რაც შეეხება სხვა ეკონომიკურ და სამეწარმეო დანაშაულებს, სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია: მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა – 11 შემთხვევა;
უკანონო სამეწარმეო საქმიანობა – 4 შემთხვევა;
სასაქონლო ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშნვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება – 2 შემთხვევა;
ფალსიფიკაცია – 1 შემთხვევა;
ცრუ მეწარმეობა – 1 შემთხვევა;
რაც შეეხება დევნის დაწყების მაჩვენებელს დანაშაულებზე საფინანსო საქმიანობის სფეროში, 24 შემთხვევაში დევნა დაიწყო საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისთვის და 8 შემთხვევაში – გადასახადისთვის თავის არიდების შემთხვევისთვის.
გარდა ამისა, სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ გათვალისწინებულ დანაშაულზე დევნა დაიწყო 4 პირის მიმართ.