მიმდინარე წელს, საქართველოში შიდსით ინფიცირების 560 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შარშანდელთან შედარებით 2%-ით მეტია – ინფიცირების ყველაზე მაღალი გამოვლინება თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და აჭარაშია

1-ელ დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში 1989 წლიდან დღემდე სულ 10 338 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათგან 7736 – მამაკაცი და 2602 – ქალია. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, მათი რიცხვი 2185 პირს შეადგენს.
მიმდინარე წელს აივ ინფექციის 560 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შარშან შესაბამის პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია.
ანტირეტროსულ თერაპიას 6362 პაციენტი იტარებს, მათ შორის 41- ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მოხედვით შემდეგია:
* 32,2% – ნარკოტიკების ინექციური მოხმარება
* 51,7% – ჰეტეროსექსუალური კონტაქტი;
* 13,4 % – მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცთან
* 1,2 % – ვერტიკალური (დედიდან შვილზე) გადაცემა;
* 0,4 % – სისხლის გადასხმა
* 1,2 % – გადაცემის გზა დაუდგენელია.
რაც შეეხება აივ/შიდსის რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიულ განაწილებას, შემთხვევის უმეტესობა თბილისში აღინიშნება (3889 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა); შემდეგ სამეგრელოში – 1315; იმერეთში – 1246; აჭარაში – 1236; აფხაზეთში – (559); კახეთში – (504); ქვემო ქართლში – 648; შიდა ქართლში (401); გურიაში (214); სამცხე-ჯავახეთში (148) და ა.შ.