“მიმდინარე სეზონში ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო” – არნე სლოტი პსჟ-სთან მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ლივერპული” პსჟ-სთან პენალტების სერიაში 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მერსისაიდელების მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა, მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“როგორც წესი, ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ტურნირის ნახევარფინალში ან ფინალში თამაშობ, არ გაგვიმართლა, რადგან მსოფლიოს უმდიდრეს კლუბს მერვედფინალში შევხვდით.
თუ არ ჩავთვლით ეპიზოდს, როცა გოლი გავუშვით, იდეალურად ვითამაშეთ.
მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ, მეტოქის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ.
ჩემი აზრით, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად იღბალი დაგვაკლდა”, – განაცხადა სლოტმა.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში
პსჟ “ასტონ ვილასა” და “ბრიუგეს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში