„მიმდინარე ამბების გამო, რესურსები ექსპორტზე მივმართეთ“ – რა გეგმები აქვს Gepherrini-ს?

გადავწყვიტეთ, მთლიანი რესურსები ექსპორტზე მივმართოთ, – ამის შესახებ BM.GE-ის ტყავის ჩანთებისა და სხვა აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდის Gepherrini-ს გენერალურმა დირექტორმა, ილია გეფერიძემ განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა პროდუქციაზე ადგილობრივი მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა და ინვესტორებთან ურთიერთობა გაართულა, სწორედ ამიტომ კომპანია საექსპორტო ქვეყნებში აქტიურ მოქმედებაზე გადასვლას აპირებს.
“ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ამბების გამო, მთელი რესურსები ექსპორტზე მივმართეთ. ადგილობრივი მოთხოვნა ძალიან შემცირებულია. ცუდია ქვეყნისთვის ეს ყველაფერი, ასე თუ გაგრძელდა, ალბათ, ეკონომიკას 6 თვეში დავანგრევთ”, – ამბობს ილია გეფერიძე.
Gepherrini-ს გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ ქართულ ბრენდს მეთოთხმეტე საექსპორტო ბაზრად იაპონია ემატება. ამასთან, კომპანიამ უკვე აამოქმედა საწყობი ჩინეთში, სადაც ახალი მოდელით გაყიდვები დაიწყო. რაც შეეხება საწყობს იტალიაში, ილია გეფერიძის თქმით, გახსნა წელს იგეგმება და შემდეგ სწორედ იტალიიდან მომარაგდება ევროკავშირის ბაზრები.
“ჩვენს საექსპორტო ქვეყნებშია , კანადა, აზიის ქვეყნებიცაა, სინგაპური, ჩინეთი, უკვე იაპონია, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნები… იტალიაში საწყობის გახსნას ისევ ვგეგმავთ, წელს გავაკეთებთ, უბრალოდ ეს ამბები ყველაფერს უშლის ხელს, ინვესტორთან ურთიერთობასაც, როცა ასეთი პროცესებია, ყველა იკავებს თავს და ა.შ.