მიმდინარეობს ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი – მედიის ცნობით, მანამდე ტრამპი ზელენსკის ესაუბრა

აშშ-ისა და ს პრეზიდენტებს – დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს.
სიენენის ინფორმაციით, , ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის დაწყებამდე, ს ესაუბრა. ამ ინფორმაციის წყაროდ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი სახელდება.
-ის პრეზიდენტის მიერვე წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპს 19 მაისს ჯერ ვლადიმირ პუტინთან უნდა ესაუბრა და შემდეგ იყო დაგეგმილი მისი საუბარი ზელენსკისთან და ნატოს წევრებთან.
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი აპირებს ჰკითხოს პუტინს “სერიოზულად” უდგება თუ არა ის ში მშვიდობის მიღწევის საკითხს:
“ვფიქრობ, პრეზიდენტი [ტრამპი] აპირებს ჰკითხოს პრეზიდენტ პუტინს – სერიოზულად ფიქრობ? რეალურად უდგები ამ საკითხს? …დიდძალი ეკონომიკური სარგებელი მოჰყვება რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ურთიერთობების გალღობას, თუმცა შენ ვერ მიიღებ სარგებელს, თუკი გააგრძელებ უდანაშაულო ადამიანების ხოცვას”.
18 მაისს რომში შედგა შეხვედრა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.
17 მაისს დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის განზრახვაზე, დაწერა ზუსტი დროც (19 მაისი, დილის 10:00 საათი ვაშინგოტნის დროით) და დაწერა საუბრის საგანი: „ამ სატელეფონო საუბრის თემები იქნება სისხლისღვრის შეჩერება, რომელსაც კვირაში საშუალოდ 5000 რუსი და უკრაინელი ჯარისკაცი ეწირება და ვაჭრობა“. იმავე პოსტში ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ 19 მაისის ორშაბათი „პროდუქტიული დღე იქნება, ცეცხლის შეწყვეტა შედგება და ეს ძალიან ძალადობრივი ომი – ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, დასრულდება“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო “ქართული ოცნების” შესახებ კითხვაზე – საკუთარ თავს ვკითხავთ: “ჩვენი ინტერესია, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში ანტიამერიკული მთავრობა მმართველობდეს?” თუ არა, შესაბამის ქმედებებს განვახორციელებთ, რათა ამ მთავრობას ფასის გადახდა მოუწიოს