„მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები“ – შსს სადგურის მოედნის მიმდებარედ ნგრევის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
უწყება ჯერჯერობით არ ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას არც დაშავებულთა და არც სხვა დეტალების თაობაზე. თუმცა არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.
-ში აცხადებენ, რომ ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან „მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია“.
მათი ცნობით, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები“.
ადგილობრივები და კორპუსის მიმდებარედ მომუშავე გარემოვაჭრეები ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობენ, რომ შენობა ავარიული იყო და ამის შესახებ ინფორმირებული იყო მერიაც. ინფორმაციას, რომ შენობა ავარიული იყო, სოციალურ ქსელშიც ავრცელებენ მოქალაქეები:
“აქ ვცხოვრობდი წლები და ყოველდღე ვუყურებდი როგორ იზრდებოდა შენობის ნაპრალები და უფრო და უფრო საშიში ხდებოდა აქ ცხოვრება. შემდეგ ვითომ გაამაგრეს დეზერტირების ბაზრის მხრიდან, რაღაც კოსმეტიკური სამუშაოები ჩაუტარეს ამ მხარესაც, მაგრამ ეტყობა, როგორ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია”, – წერს ლადო ვახტანგაშვილი სოციალურ ქსელში.
ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულის ფასადის ნაწილის ნგრევის შესახებ ინფორმაცია საღამოს 7 საათისთვის გავრცელდა. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილზე მუშაობს და განახლებულ ინფორმაციას მალე მოგვაწვდის.
ფორუმი