მილორად დოდიკს ჩამოართვეს რესპუბლიკა სპრსკას პრეზიდენტის მანდატი

ბოსნია და ჰერცეგოვინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მილორად დოდიკს ჩამოართვა ქვეყნის შემადგენლობაში არსებული წარმონაქმნის, რესპუბლიკა სპრსკას პრეზიდენტის მანდატი.
საარჩევნო კომისიის წევრებმა გადაწყვეტილება სარაევოში დღეს, 6 აგვისტოს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღეს სააპელაციო სასამართლოს მიერ 1 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. სააპელაციომ ძალაში დატოვა სარაევოს სასამართლოს მიერ თებერვალში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, დოდიკს დაუსწრებლად მიესაჯა ერთი წლით პატიმრობა და ექვსი წლით აეკრძალა პოლიტიკური საქმიანობა.
ბოსნიელი სერბების მეთაურს, მილორად დოდიკს, რომელიც რესპუბლიკა სპრსკას დამოუკიდებლობას მოითხოვს, ბრალს სდებენ ბოსნია და ჰერცეგოვინის კონსტიტუციური წყობის ხელყოფაში.
დოდიკის სისხლისსამართლებრივი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წელს ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, რესპუბლიკა სპრსკა არ შეასრულებს ბოსნია და ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გარე მმართველად დანიშნული უმაღლესი წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის გადაწყვეტილებებს.
ბოსნია და ჰერცეგოვინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მილორად დოდიკისთვის მანდატის შეწყვეტის შესხებ, ძალაში შევა გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. რესპუბლიკა სპრსკაში პრეზიდენტის ვადამდელი უნდა დაინიშნოს.
თავად დოდიკმა ჯერ კიდევ 1 აგვისტოს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რესპუბლიკა სპრსკას დედაქალაქ ბანია-ლუკაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინის სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მხრიდან იგნორირებულია და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს. დოდიკის თქმით, დახმარებისთვის რუსეთს მიმართავს და წერილს გაუგზავნის -ის ადმინისტრაციასაც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: უსამშობლოების სამარცხვინო ვაი-ვიში გამოგონილ რეპრესიებზე, არავის აინტერესებს, როცა კანონი უზენაესია დემოკრატიულ სახელმწიფოში. დააშავე? აგე პასუხი! ჟურნალისტობა თუ პოლიტიკოსობა ე.წ. ინდულგენცია არაა კრიმინალობისთვის

ინგა ჩახვაშვილი: 15 წუთის გამო ჩამოიყვანეს მზია ამაღლობელი კიდევ ერთხელ ბათუმში, რომ განაჩენი, რომელიც გუშინწინაც, იმის წინაც და საერთოდაც “სისხლით დაგიჭერ” სიტყვებამდე იყო დაწერილი, გაეხმოვანებინა უსამართლო მოსამართლე სახელაშვილს