მილერი: ბაიდენმა გარკვევით თქვა, რომ აშშ უკრაინაში საბრძოლველად ჯარისკაცებს არ გაგზავნის

-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდენტი ში ჯარისკაცების საბრძოლველად გაგზავნას გამორიცხავს.
“რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა თავისუფალია, საკუთარ ინტერესებზე ისაუბროს, მაგრამ პრეზიდენტის [ჯო ბაიდენის] მხრიდან უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების საბრძოლველად გაგზავნის გარკვევით უარყოფის გარდა, NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა, რომ NATO-ს ჯარისკაცები უკრაინაში იბრძოლებენ”. – თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.
მანამდე, 27 თებერვალს ს მხარდამჭერ სამიტზე, რომელსაც ევროპელი ლიდერები ესწრებოდნენ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნა არ გამორიცხა, რა პოზიციაც საფრანგეთის პრემიერმინისტრმა გაბრიელ ატალმაც გაიზიარა.
ხოლო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ მოგვიანებით განმარტა, რომ დასავლელმა ჯარისკაცებმა შესაძლოა უკრაინელებს რუსეთთან ომში პირდაპირ ბრძოლაში ჩართვის გარეშე გაუწიონ დახმარება.
მაკრონის განცხადებას მალევე კრემლის პრესსპიკერი გამოეხმაურა და თქვა, რომ მსგავს შემთხვევაში NATO-სთან ომის დაწყება გარდაუვალი იქნება.
“ამ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ არა [NATO-სთან ომის] შესაძლებლობაზე, არამედ მის გარდაუვალობაზე. აი, ასე შევაფასებთ. და ასევე უნდა შეაფასონ ამ ქვეყნებმა და გაითვალისწინონ. უნდა დასვან შეკითხვა, შეესაბამება თუ არა ეს მათ, პირველ რიგში კი მოქალაქეების ინტერესებს.” – თქვა პესკოვმა.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ აღნიშნა, რომ უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნასთან დაკავშირებით მოკავშირეებს შორის მწვავე დებატები გაიმართა, თუმცა, ისინი საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მისულან.