“მილანმა” პიოლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

“მილანი” სტეფანო პიოლის სეზონის ბოლოს გაათავისუფლებს და მის შემცვლელად ანტონიო კონტეს დანიშვნას შეეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “როსონერის” ხელმძღვანელები პიოლის შუა სეზონში გათავისუფლებას განიხილავდნენ, თუმცა ფეხბურთელებთან გასაუბრების შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალეს.
შეგახსენებთ, ანტონიო კონტე ბოლოს “ტოტენჰემს” ხელმძღვანელობდა.