მიკროჩიპების მწარმოებელმა Analog Devices–მა კვარტალური შემოსავალი 25%–ით გაზარდა

ამერიკულმა ნახევარგამტარული პროდუქციის მწარმოებელმა კომპანია Analog Devices-მა მესამე ფინანსურ კვარტალში წმინდა მოგება თითქმის ერთი მესამედით, ხოლო შემოსავალი ერთი მეოთხედით გაზარდა, ამასთან შემოსავალმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა.
2 აგვისტოს დასრულებული კვარტალისთვის კომპანიის წმინდა მოგებამ 518.52 მილიონი დოლარი, ანუ 1.04 აშშ დოლარი აქციაზე შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდის 392.2 მილიონ აშშ დოლართან ანუ აქციაზე 0.79 აშშ დოლართან შედარებით.
კორექტირებული მაჩვენებელი აქციაზე 1.58 დოლარიდან 2.05 დოლარამდე გაიზარდა.
შემოსავალი წინა წლის 2.31 მილიარდი დოლარიდან 2.88 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. LSEG-ის მიერ გამოკითხულმა ანალიტიკოსებმა კომპანიის შემოსავალი საშუალოდ 2.77 მილიარდ დოლარად შეაფასეს.