“მითხარით, რომ ეს ტყუილია, თორემ წამიხდება შთაბეჭდილება კანონმორჩილ ევროპელებზე!” – მძინარაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი:
ჩვენი თანამოქალაქეები არალეგალურად მუშაობენ საზღვარგარეთო!
სად, კაცო, ევროპაში?! კანონმორჩილ ევროპელებთან მუშაობენ არალეგალურად?! სად მუშაობენ არალეგალურად, გერმანიაში?! წესრიგით განთქმულ გერმანიაში მუშაობენ არალეგალურად?! იქნებ, საფრანგეთში, იტალიაში ან ესპანეთში მუშაობენ არალეგალურად?! ევროპელ სამართალდაცველებს რომ თავი დავანებოთ, ვისთან მუშაობენ არალეგალურად, კანონმორჩილ გერმანელებთან?! ფრანგებთან?! იტალიელებთან?! ესპანელებთან?! როგორ?! რანაირად?! ამ ქვეყნებში ხომ ზედმიწევნით იცავენ კანონებს და როგორ ამუშავებენ ვინმეს არალეგალურად?! გასაოცარია პირდაპირ! მითხარით, რომ ტყუილია! მითხარით, რომ იგონებენ! მითხარით, რომ ცილს სწამებენ ჩვენს სათაყვანებელ ევროპელებს!
მითხარით, თორემ წამიხდება შთაბეჭდილება ევროპულ კანონმორჩილებასა და კანონმორჩილ ევროპელებზე!

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…