ელექტრომობილს „მომავლის მანქანა“ გამოგონებიდან მალევე უწოდეს. მაშინ ავტოექსპერტების პროგნოზი კონკრეტულ ფაქტებს დაეყრდნო: ელექტრომობილი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აქვს გამონაბოლქვი; ელექტრომობილს, შიგაწვის ძრავიან ავტომობილთან შედარებით, არ გააჩნია ძალიან ბევრი ისეთი ნაწილი, რომლებიც ხშირად ფუჭდება.
მაგალითისთვის, ელექტრომობილს არ აქვს ძრავა, შესაბამისად, არ გააჩნია საწვავის მიწოდებისა და ძრავის გაგრილების სისტემა. ასევე, მცირე რაოდენობით საჭიროებს ისეთ დამაბინძურებელ სითხეებს, როგორებიცაა ძრავის ზეთი და გამაგრილებელი სითხე. გადაცემათა კოლოფის ნაცვლად აქვს „რედუქტორი“, რომელშიც სულ რამდენიმე კბილანაა. ეს ფაქტები კი ეწინააღმდეგება მითს, რომ ელექტრომობილის მოვლა ძვირი ჯდება
„თეგეტა ქარსში“ შემავალმა კომპანია „ავტო გალერიმ“ ელექტრომობილებთან დაკავშირებული მითების შესახებ კამპანია დაიწყო. რომლის მიზანიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და არასწორი წარმოდგენების შეცვლაა.
ლევან თაღიაშვილი, „ავტო გალერის“ მარკეტინგის მენეჯერი: „ელექტრომობილს, შიგაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით, ბევრად ნაკლები სწრაფად ცვეთადი ნაწილი აქვს. თუ შიგაწვისძრავიანი 70 000 დეტალისგან შედგება, ელექტრომობილის ნაწილების რაოდენობა 30 ათასს არ აღემატება. შესაბამისად, მისი ყოველთვიური შენახვა გაცილებით მარტივი და ეკონომიურიცაა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელექტრომობილის ხუნდებიც კი უფრო ნაკლებად ცვდება. ის თავად ამუხრუჭებს, რათა მეტად დაიმუხტოს, რაც ნიშნავს იმას, რომ მუხრუჭს ნაკლები ძალა ადგება და ხუნდებიც არ ცვდება. არ ცვლი ზეთს, არ გჭირდება ძრავის მოვლა, რაც ფინანსურად მნიშვნელოვანი შეღავათია“.
Autogallery-ში ელექტრომობილის შეძენისას ორწლიანი გარანტიით ისარგებლებთ. კომპანიის გაყიდვებისა და სერვისის მენეჯერები საკუთარ მომხმარებლებს თითოეული მოდელის მოვლა-ექსპლუატაციის წესებსაც აცნობენ.
ლევან თაღიაშვილი, „ავტო გალერის“ მარკეტინგის მენეჯერი: „ავტომობილის შეძენისას მომხმარებელს ვურჩევთ – ყოველი 10 000 კმ-ის გავლის შემდეგ ავტომობილი სერვისისთვის მოიყვანოს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი წესრიგშია. რაც შეეხება უშუალოდ მოვლის წესებს, თითოეულ მოდელს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, სწორედ ამიტომ გაყიდვებისა და სერვისის მენეჯერები ყოველთვის ინდივიდუალურ რჩევებს გასცემენ. „ავტო გალერის“ საუკეთესო სპეციალისტები ჰყავს. ჩვენთან შეძენილ ელექტრომობილს გარანტიაც მოჰყვება, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი კომფორტულ მომსახურებას იღებს“.