„მივყვეთ იმ ვერსიას, სადაც ანრი ოხანაშვილი და საქართველოს სპეცსამსახურები უფრო მაგრები არიან, ვიდრე Mi6, „მოსადი“ –

,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ანრი ოხანაშვილის დასახელებას ასე ეხმაურება;
„მივყვეთ იმ ვერსიას, სადაც ანრი ოხანაშვილი და საქართველოს სპეცსამსახურები უფრო მაგრები არიან, ვიდრე Mi6, „მოსადი“ და მსოფლიოს უსაფრთხოების სხვა სამსახურები. დიდი მადლობა, რომ ასეთ რეკლამას უკეთებთ ქართულ უსაფრთხოების სამსახურს. გამოდის, რომ ანრი ოხანაშვილი დუბაიში ჩავიდა და მოიტაცა ადამიანი. გატაცება რატომაა?! როდესაც დამნაშავეა ადამიანი, მსჯავრდადებულია და სხვა ქვეყანაში ჩადის უსაფრთხოების სამსახური და აკავებს, ამას ჰქვია სპეცოპერაცია. [დაკავების] პირველ დღეს რატომ არ ახსენა [ბაჩიაშვილმა გატაცება], გაიტაცეს ციხიდან და შეეშინდა?! სუს-ი ამტკიცებს, რომ საზღვართან დააკავეს. მე უფრო გამიხარდებოდა ის ვერსია, რასაც ბაჩიაშვილი ამტკიცებს, მაგრამ სიმართლე იქით არის, რომ უბრალოდ კი არ ჩასულა ანრი ოხანაშვილი და კი არ წამოუყვანია, კინოს სცენარისტის მიერ მოგონილი სპეცოპერაცია კი არ ჩაუტარებია, უბრალოდ მოძვრებოდა [საქართველოში] ვიღაცის, ან რაღაცის შიშის გამო და დააკავეს მწვანე ზოლთან ახლოს“

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია