მივმართავ შესაბამის უწყებებს, დაუყონებლივ შეჩერდეს წამება — მთავარეპისკოპოსი ზენონი

მთავარეპისკოპოსი ზენონი აცხადებს სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაჩერონ წამება და აღნიშნავს, რომ „ვალდებულნი ვართ, ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ“.
„ამ დროისათვის გავრცელებული არაერთი ინფორმაციით ადგილი აქვს ჩვენი თანამემამულების წინააღმდეგ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, რასაც ადასტურებს არაერთი მსხვერპლი.
საქართველოს კონსტიტუციის 8,9,10 მუხლები, აგრეთვე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუცირი შეთანხმების მუხლი 1.1 ავალდებულებენ სახელმწიფოს და ეკლესიას იხელმძღვანელონ და დაიცვან საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ქრისტიანული მოძღვრება.
მოგეხსენებათ, საქართველოს სახელმწიფო შეერთებულია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ კონვენციას და აღიარებს კონვენციით გათვალისწინებულ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის კომპეტენციას.
მივმართავ შესაბამის უწყებებს დაუყონებლივ შეჩერდეს წამება. ვალდებული ვართ ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ!“, — წერს იგი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს