მივმართავ ყველა პატიოსან მოქალაქეს, ვინც შეცდომაშია შეყვანილი, იცით, რომ დღეს პრაიდის გვერდით, ანუ მამათმავლების გვერდით თქვენც გეპატიჟებიან?

მივმართავ ყველა პატიოსან მოქალაქეს, ვინც შეცდომაშია შეყვანილი, იცით, რომ დღეს პრაიდის გვერდით, ანუ მამათმავლების გვერდით თქვენც გეპატიჟებიან, რომ საქართველოს განვითარებაზე და ხვალინდელ დღეზე ისაუბროთ? – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მ „ქრონიკასთან“.
„ის აქცია, რომელიც დააანონსა ლგბტ-მ [„თბილისი პრაიდმა“] და რადიკალურმა ოპოზიციამ, სიმბოლურია. დღეს ვინც ლგბტ პროპაგანდის მომხრეა, ყველა [მიხაელ] როთები არიან და დღეს მათი შეკრებაა. მივმართავ ყველა პატიოსან მოქალაქეს, ვინც შეცდომაშია შეყვანილი, იცით, რომ დღეს პრაიდის გვერდით, ანუ მამათმავლების გვერდით თქვენც გეპატიჟებიან, რომ საქართველოს განვითარებაზე და ხვალინდელ დღეზე ისაუბროთ? თქვენ ამას ეთანხმებით? მომხრე ხართ, რომ აქ ლესბოსელი, გეი და მათი პროპაგანდა იყოს დღის წესრიგში? – მაშინ, მიბრძანდით. როგორ შეიძლება ქართველი კაცი თავისი სტუმარ-მასპინძლობით, ადათ-წესებით განთქმული, პრაიდთან ერთად ატარებდეს აქციას?!“ – აღნიშნა ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი დიდ ზარალს ღებულობს, იმის გამო რომ ისრაელს ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი თავდაცვა აქვს. “გამოფიტვის” ომში ირანი პირველი გამოიფიტება- იგივე სცენარია უკრაინის ომში, სადაც ამერიკა იქნება “მომლაპარაკებელი მხარე”, ხოლო ისრაელის ფუქციას შეასრულებენ უკრაინა და ევროკავშირი