“მივმართავთ ხელისუფლებას, დაასახელოს ის ნიშნული, რის შემდეგაც გადახედავს საგარეო პრიორიტეტებს და საბოლოოდ უარს იტყვის…”

“ევროკავშირი განაგრძობს ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფას. ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური ფარისევლობა ბრიუსელის ერთგვარ სამარკო ნიშნად იქცა, მაგრამ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიში, უტიფრობის ახალი მწვერვალია. სხვაგვარად ვერ შეფასდება დოკუმენტი, რომელიც უკრაინის და მოლდოვას პროგრესზე მიუთითებს, ხოლო საქართველოს წინააღმდეგ უდიდესი მასშტაბის უსამართლობით და ცრუ ბრალდებებით არის გაჯერებული. აღნიშული დოკუმენტი, ევროკავშირის მრავალმხრივი დეგრადაციის კიდევ ერთი ილუსტრაციაა და მკაფიოდ აჩვენებს, რომ ვითარება ბრიუსელში სულ უფრო მძიმდება.

ევრობიუროკრატიას, ოლიგარქიული ოჯახების, იგივე “დიფ სთეითისგან” მიღებული აქვს დავალება – ყველაფრის ფასად მოახერხონ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება და მმართველობაში აგენტების დაბრუნება – ეს არის, რაც ევროკავშირის პოლიტიკას განაპირობებს საქართველოს მიმართ და იქამდე არ შეიცვლება, სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული. დიდი ხანია აღარ არსებობს შეფასების ობიექტური კრიტერიუმები, არამედ ჩვენს წინაშეა კონკრეტული ულტიმატუმი: საქართველომ დათმოს სუვერენიტეტი და იქცეს ვასალად; გაუქმდეს ლგბტ პროპაგანდის შემზღუდავი და გამჭვირვალობის კანონები; საქართველო ჩაერთოს ბრიუსელის საომარ პოლიტიკაში.

ჩვენ, წელიწადზე მეტია პერმანენტულად ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ მათი მხრიდან ევროინტერგაციის პრიორიტეტად შენარჩუნება საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და ხელს უშლის ლამის რელიგიად ქცეული ევროკავშირის დესაკრალიზაციის პროცესს. აღნიშნული საკითხის დოგმად თავსმოხვევამ, არაერთხელ დაგვაყენა რთული რისკების წინაშე და თუ ხელისუფლება დაუყოვნებლივ და რადიკალურად არ შეცვლის რიტორიკას, ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის ბერკეტები კვლავ დარჩება ბრიუსელის ხელში.
ჩვენთვის მიუღებელია ქართული ოცნების პოლიტიკა, რაც უსამართლობის და ევროკავშირის შეუქცევადი დეგრადაციის მიუხედავად, ამ გაერთიანებისკენ ცალმხრივად სვლის გაგრძელებას გულისხმობს.

მივმართავთ ხელისუფლებას, დაასახელოს ის ნიშნული, რის შემდეგაც გადახედავს საგარეო პრიორიტეტებს და საბოლოოდ უარს იტყვის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, და ღირებულებით სტაგნაციაში მყოფ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მტრულად განწყობილ კავშირში გაწევრიანებაზე.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ახალი მრავალპოლუსიანი სამყარო ქმნის შესაძლებლობას საქართველომ მოიპოვოს ნეიტრალური სტატუსი, რომელიც იქნება ყველაზე მყარი გარანტი, ქვეყანაში გრძელავადიანი მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარებისათვის. ევროილუზიაში გატარებული ყოველი დღე კი, პირიქით გვაშორებს აღნიშნულ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს”. – ნათქვამია განცხადებაში.