ცნობილი მოჭიდავე ზურა დათუნაშვილი, რომელმაც ახლახან დაასრულა სპორტსმენის კარიერა, პოლიტიკაში ჩართვას აანონსებს – ის ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებულ პარტიის “ახალი” გუნდს უერთდება.
დათუნაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამ გადაწყვეტილების მიზეზს ასახელებს.
“მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩავერთო პოლიტიკაში. არა იმიტომ, რომ სპორტსმენი ვიყავი, ვიღაცისთვის შეიძლება წარმატებული, ვიღაცისთვის შეიძლება წარუმატებელი. პოლიტიკაში ვერთვები იმიტომ, რომ მაქვს ჩემი ღირებულებები, შეხედულებები და ამაზე საუბარი შემიძლია ყველასთან და ყველგან. პოლიტიკაში ვერთვები ახალ, ვიმეორებ, ახალ საუკეთესო გუნდთან ერთად”, – აცხადებს ზურა დათუნაშვილი.
ბერძნულ – რომაული სტილით მოჭიდავე
ზურაბ დათუნაშვილს 2019 წელს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან გეგა გეგეშიძესთან დაპირისპირების გამო მოუწია საქართველოს სკანდალით დატოვა. მას მერე გამოდიოდა სერბეთის სახელით. მოახერხა ოლიმპიური ბრინჯაოსა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის ორგზის მოპოვება. 2022 წელს დათუნაშვილი სერბეთში წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.
წყარო: Ambebi.ge
ზურკუნკულ, ძალიან დიდ საქმეს გააკეთებ ეხლავე თუ გურანდა კაშიასაც გადაიბირებ, იქნებ აგვცდეს მარტის უმნიშვნელოვანეს თამაშებში ცისარტყელა კაპიტანი, იდეურად ის ისედაც თქვენთან, ქათმებთანაა დიდი ხანია, იქნებ აჯობო გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის ლგპდ თემს და ეხლავე წაართვა მათ და პოლიტიკაში გადაიბირო, თუ არა და ვეტყვი ჭიდაობის ამყვავებელ ყოფილ პოლიციელს და ეხლანდელ ძველ ბიჭს გეგეშიძეს