მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სამსახური- პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფი გიოორგი აბდალაძე აცხადებს, რომ სამსახურს ტოვებს. მიზეზად მან პრეზიდენტის მიერ ს შეწყალება დაასახელა.
“ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და ამასთანავე სამართლიანი გადაწყვეტილება. დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სამსახური. ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანია შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება”, – წერს აბდალაძე ფეისბუქზე.
პრეზიდენტმა 12 აპრილს განაცხადა, რომ 2023 წლის მარტში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. ლაზარეს სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა დღეს მიუსაჯა.
გიორგი აბდალაძე ერთ-ერთია იმ ფოტოგრაფებიდან, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს დააკავეს. მაშინ მის მხარდასაჭერად არაერთი აქცია გამიმართა.