მივიღებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის დასაქმების პირობები გამკაცრდება

მივიღებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის დასაქმების პირობები გამკაცრდება
ჩვენ მივიღებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის გამკაცრდება დასაქმების პირობები. მაგალითად, აქამდე, თუ რაიმე სახის ნებართვა საერთოდ არ იყო საჭირო, რათა უცხოელი დასაქმებულიყო, დასაქმების უფლებას ამიერიდან ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს მკაცრი პირობების გათვალისწინებით, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ბევრი საკითხი განიხილეს და მათ შორის ყველაზე აქტუალური იყო მიგრაციის თემა.
„აქ ჩვენ გვაქვს სიახლეები და ცვლილებები სამი მიმართულებით. მიმდინარე კვირაში მესამე მოსმენით კანონს, რომლის მიხედვითაც გამარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების პროცედურა.
მეორე საკითხი შრომით მიგრაციას შეეხება. ასევე, ჩვენ მივიღებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის გამკაცრდება დასაქმების პირობები. მაგალითად, აქამდე, თუ რაიმე სახის ნებართვა საერთოდ არ იყო საჭირო, რათა უცხოელი დასაქმებულიყო, დასაქმების უფლებას ამიერიდან ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს მკაცრი პირობების გათვალისწინებით. მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტრო მხედველობაში მიიღებს, რამდენად დეფიციტურია ესა თუ ის პროფესია, რამდენად არის ჭარბი მოთხოვნა კონკრეტული მიმართულებით, სადაც არ გასცემს სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე შესაბამის ნებართვებს და რამდენად დეფიციტურია. ეს ერთი მხრივ, გაადვილებს საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმებას და მეორე მხრივ, ბაზარზე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით მოგვცემს ზუსტ მონაცემებს. იმ მიმართულებით, სადაც დასაქმებული ადამიანების რაოდენობა საკმარისი არ არის გადამზადების პირობებსა და შესაბამის აუცილებლობას განსაზღვრავს სწორედ სახელმწიფო“, – აღნიშნა მდინარაძემ.
Previous: და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

ასევე დაგაინტერესებთ

მოქალაქეები საგამოძიებო კომისიაზე მოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ – “ჩემი ბიზნესი “ნაციონალურმა მოძრაობამ” წამართვა ხაზარაძე-ჯაფარიძისა და “თიბისი” ბანკის ხელით”, შესაბამისად, მათთან არსებობს კითხვები – თეა წულუკიანი

ვიღებთ კანონს, რომლითაც დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების პირობები იქნება გაადვილებული, ასე რომ, ნურავის ექნება იმედი, რომ კორუფციაში ჩაერთვება, ფულს გაათეთრებს, სახელმწიფოს ან კერძო პირს დააზიანებს და ეს ფული შერჩება