მიენიჭოს ბუდუ ზივზივაძეს საპატიო ქუთაისელის წოდება – საკრებულოს წევრი

მიენიჭოს ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძეს საპატიო ქუთაისელის წოდება – ამ ინიციატივით ქუთაისის საკრებულოს წევრი გიორგი კილაძე გამოდის.
“მხოლოდ ერთი ქუთაისელი იყო “ევრო 2024″-ზე და ეს ბუდუ ზივზივაძე იყო. ამიტომ მიენიჭოს მას საპატიო ქუთაისელის წოდება.
ქუთაისის მერიავ და საკრებულო, ერთი საქმე მაინც გააკეთეთ ქუთაისისთვის და ქუთაისელებისთვის”, – ამბობს პარტია “ახალის” წევრი გიორგი კილაძე.