„გეგმებზე მე არასოდეს არ ვლაპარაკობ. არ არსებობს, არავის გამოუგონია გეგმა, როგორ უნდა დაამარცხო დიქტატურა და რუსეთი ერთდროულად. ეს დამარცხებაც მოვა, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ არავინ არ იცის, როგორ, არავინ არ იცის როდის, მაგრამ ყველა ვგრძნობთ, რომ დამოკიდებულია სწორედ ამ განწყობაზე, ამ შემართებაზე და ამ უზარმაზარ ძალაზე. ხალხის დგომაა მთავარი, სხვა ყველაფერი არის სიტყვები, მთავარია ხალხი თუ დგას და როგორ დგას, თუ დგას ბოლომდე. რეჟიმი გადადის ისტორიულ რეპრესიაზე, ეს არის კლასიკური ნიშანი სისუსტის. როცა ხალხი თავისას ამბობს, ამას წინ ვერავინ აღუდგება. იმედი შინაგანი განწყობაა. არამხოლოდ მე ვგრძნობ ამ მუხტს, დარწმუნებული ვარ – ყველა. ეს არის ყველაზე დიდი იმედი – ერთად დგომა. ერთი წელი გავიდა და ვერაფერი მოუხერხეს ამ ხალხს, ვერაფრით დააჩოქეს, ვერ შეაგუეს ერთპარტიულ დიქტატურას, რუსეთის მიერ მართულს. ჩვენ არც რუსეთი ვართ და არც ბელარუსი. ჩვენ შეგვიძლია მშვიდობიანად დავასრულოთ ეს ხელისუფლება. როგორც ქუჩაში პროტესტი, ასევე პოლიტიკურად, აუცილებელია შედგეს ერთიანი ალტერნატივა. ვეცადეთ, რაღაცა გამოვიდა, რაღაცა არ გამოვიდა. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, ესენი რომ წავლენ, არჩევნებით იქნება, თუ ჩამოშლით, ვინ აიღებს ხელში ამ ქვეყნის პატრონობას. ამისთვის მე არა ვარ საკმარისი, უნდა ვიყოთ ერთად. ეს საზოგადოება პოლიტიკურად უნდა ჩამოყალიბდეს. არ გვინდა ეს გათვლები და გრძელვადიანი, შეიშლება ხვალ ოხდეს, შეიძლება ზეგ, შეიძლება 10 დღეში, მაგრამ ფაქტია, ეს არის უპრეცედენტო, მე არ ვიცი მსგავსი მაგალითი სხვა ქვეყნის, სადაც ასე 365 დღე იდგა ხალხი მშვიდობიანად. მიდით და კითხეთ ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”, როგორ გრძნობენ თავს…”




