მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის
35 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა
საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ
ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული
ქვეყნიდან.”- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა,
აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, თურქეთის
რესპუბლიკის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, უზბეკეთის რესპუბლიკის,
ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, ინდოეთის
რესპუბლიკის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს და ირლანდიის რესპუბლიკის,
ჯამში 35 მოქალაქე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის
შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის
ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის
გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან
გაძევების განხორციელება.”– ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა