„მიგრაციას ვერგავექცევით – მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, ეს მოცემულობაა“- ლექსო ალექსიშვილი

„ჩვენ რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით ამ დიდ ეკონომიკურ სივრცეს (ევროკავშირს), მით უფრო მეტად გაგვეხსნება კარი ძალიან ბევრ რესურსთან და ბუნებრივია, დადგება გამოწვევები, მათ შორის, მიგრაცია. მიგრაციას ვერ გავექცევით – მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს მოცემულობაა“, – ამის შესახებ PMCG-ის გენერალურმა დირექტორმა ლექსო ალექსიშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე თქმით, მიგრაციის პროცესს ჯანსაღად უნდა შევხედოთ.
„ანალოგები შეგვიძლია მოვიყვანოთ. გვქონდა ბალტიის ქვეყნების, ბულგარეთის, რუმინეთის და ხორვატიის სახით მაგალითები, თუ როდესაც ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდნენ, რა შედეგები დადგა. ამის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ ორი რამ: რა პოზიტიური შედეგები მოჰყვა ამას და ასევე, რა გამოწვევები. არც ერთ ქვეყანას არ აქვს მხოლოდ პოზიტიური, ან მხოლოდ ნეგატიური შედეგი. ჩვენ რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით ამ დიდ ეკონომიკურ სივრცეს, მით უფრო მეტად გაგვეხსნება კარი ძალიან ბევრ რესურსთან და ბუნებრივია დადგება გამოწვევები. ერთ-ერთი ასეთია მიგრაცია. ამას ვერ გავექცევით, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა, ეს მოცემულობაა. ყველა ჩამოთვლილი ქვეყანა, მათ შორის, პოლონეთიც თავის დროზე წუწუნებდა, რომ როდესაც ის მიუახლოვდა ევროპას, მიგრაციული პროცესები დაიწყო, მაგრამ როგორც კი ამ ქვეყნებში ეკონომიკური სიძლიერე წამოიწია, პროცესებს პირიქით ჰქონდა ადგილი. ეს პროცესი გვინდა თუ არ გვინდა დაგვიდგება და ამას უნდა შევხედოთ ჯანსაღად და ვეცადოთ, რომ იმ პოლიტიკამ, რომელიც ფორმირებული იქნება უპასუხოს ამ გამოწვევებს და მოთხოვნებს“, – განაცხადა ალექსიშვილმა.
bp.ge