მიგრანტების ორი ნავის ჩაძირვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი – დაკარგულად ითვლება

სამხრეთ იტალიის სანაპიროებთან, ორი ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გერმანულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია RESQSHIP-მა განაცხადა, რომ კუნძულ ლამპედუზას მახლობლად ხის ნავიდან 51 ადამიანი გამოიყვენეს და 10 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გადარჩენილები იტალიის სანაპირო დაცვას გადასცეს, დაღუპულები კი კუნძულზე გადაასვენეს.
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნავს ლიბიიდან სირიელი, ეგვიპტელი, პაკისტანელი და ბანგლადეშელი მიგრანტები გადაჰყავდა.
ამასთან, კიდევ ერთი ნავი სამხრეთ იტალიაში, კალაბრიის სანაპიროდან დაახლოებით 125 მილის მოშორებით ჩაიძირა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაკარგულად ითვლება, მათგან 26, სავარაუდოდ, ბავშვია.
გაერო-ს სააგენტოების ცნობით, ნავზე, რომელიც თურქეთიდან დაიძრა, მიგრანტები იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ვენეციის კომისიის დასკვნამ გარკვეულწილად გაშიფრა გეგმა, რასთან გვაქვს საქმე – ოპოზიციის სხდომაზე არ დასწრება ნიშნავს, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს იჭერენ, მივცეთ ერთი დღე, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, საით არიან