მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 89 ადამიანი დაიღუპა

მავრიტანიის სანაპიროებთან მიგრანტების ნავი გადაბრუნდა, რის შედეგადაც, სულ მმცირე, 89 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას CNN-ი მავრიტანიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მავრიტანის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს მიგრანტების ცხედრები, რომლებიც დიდ თევზსაჭერ ნავზე იმყოფებოდნენ, როდესაც ის გადაბრუნდა. ამასთან, მათ 9 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის 5 წლის გოგონა.
შემთხვევა ატლანტის ოკეანეში, მავრიტანიის ქალაქ ნდიაგოდან დაახლოებით 4 კილომეტრში მოხდა.
ნავზე, რომელმაც ექვსი დღის წინ დატოვა გამბია-სენეგალის საზღვარი, ევროპისკენ მიემართებოდა. ბორტზე, სულ მცირე, 170 მიგრანტი იმყოფებოდა.
ცნობისთვის, ატლანტის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვაზე სახიფათო გზებს ყოველწლიურად ათასობით დასავლეთ აფრიკელი მიგრანტი გადის, რათა ევროპას მიაღწიოს.

ასევე დაგაინტერესებთ