მთის კურორტებზე ზამთრის ტურისტული სეზონი დღეს იხსნება – რა სიახლეები დახვდებათ წელს დამსვენებლებს

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი იხსნება. გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში, ვიზიტორების მისაღებად, უკვე ყველაფერი მზად არის.
ორი ახალი საბაგირო და ახალი სასრიალო ტრასა – ასეთი სიახლეებით ხვდება გუდაური წელს დამსვენებლებს. აქ მოქალაქეებს გასართობი აქტივობები, საბავშვო და ფოტო ზონები, კვების ჯიხურები და მუსიკალური სივრცეც დახვდებათ.
ზამთრის სათხილამურო სეზონის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილიც დაესწრება.

ასევე დაგაინტერესებთ

მალხაზ თოფურია 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: ჯონ ბასს გაუკეთებია განცხადება, ეს რა ჩაიდინეთო. „ნაცმოძრაობისთვის“ უწმინდესი ადგილიდან წამოვიდა შენიშვნა და წაიშინეს თავში ხელები, მეორე დღეს 400 ლარის გადახდა დაგვეკისრა და გამოგვიშვეს ყველანი გარეთ