ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, ნინო შუბლაძეს სოციალური ქსელით მიმართავს:
ნინო, 6 მაისს მოგმართეთ წერილობითი განცხადებით და გთხოვეთ, მზია ამაღლობელის ადვოკატისთვის დაგეთმოთ ეთერი თქვენივე გადაცემაში (ღამის კურიერი), რომელშიც, 16 აპრილს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია. მზიას ცილი დასწამა და მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.
წერილს ხელს ვაწერდით ლიკა ზაკაშვილი, ზვიად ქორიძე, თამარ რუხაძე, ნინია კაკაბაძე, ეთერ თურაძე (მზია ამაღლობელის წარმომადგენელი) და მე.
26 დღე გავიდა და წერილზე რეაგირება არ გქონიათ.
მაუწყებლის ქცევის კოდექსის თანახმად, მაუწყებელი (რუსთავი 2) ვალდებულია:



ამჯერად, საჯაროდ მოგმართავთ – გვითხარით, როდის მისცემთ მზია ამაღლობელის ადვოკატს შესაძლებლობას, რათა უარყოს კობახიძის მიერ გაკეთებული ცილისმწამებლური და უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი განცხადებები.