მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, დასავლეთი იძულებული გახდება სანქციების ქვეშ მოახვედროს მთელი ჩვენი საფინანსო-საბანკო სისტემა – ხუხაშვილი

მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, დასავლეთი იძულებული გახდება სანქციების ქვეშ მოახვედროს მთელი ჩვენი საფინანსო-საბანკო სისტემა – ხუხაშვილი
ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის გამარტივებასთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს პოლიტოლოგი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დღეს წარმოუდგენელი კანონ-პროექტის ინიიცირება ვიხილეთ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით.
ეს არის “რუხ ზონებში” განთავსებული საეჭვო აქტივების “შეღავათიან ფასებში” გათეთრების დაკანონება.
ვისმენ კომენტარებს, რომ ეს გაკეთდა პირადად ს აქტივების საქართველოში მუქთა ტრანსფერის ინტერესებიდან გამომდინარე.
ვფიქრობ, საქმე ბევრად უფრო მძიმედ არის – სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში.
ეს ბუნებრივია საბოლოოდ ჩახერგავს დასავლეთისკენ მიმავალ გზას, რადგან ისინი იძულებული გახდებიან სანქციების ქვეშ მოახვედრონ მთელი ჩვენი საფინანსო-საბანკო სისტემა. შესაბამისად, ბუნებრივად ვხდებით ს იმპერიის ნაწილი.
იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ “აგენტების” კანონის ასეთი აგრესიული ფორმით მიღების მთავარი მიზანი შემდეგია – ვიღაცა ცდილობს პუტინს აჩვენოს, რომ ყველაფერს აკონტროლებს და მისი აქტივები აქ საიმედოდ იქნება დაცული…“- წერს გია ხუხაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ