მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, NDI მათ გვერდით იყო, მაგრამ ის ხალხიც შერცხვა – მერამდენედ უნდა ჩაფლავდნენ რეიტინგების გამოქვეყნებით? ახლა თქვეს რეალობა, მაგრამ აღარ მოსწონთ – ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი NDI-ის კვლევას უნდობლობას უცხადებს.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ვაშაძე ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს და თავდასხმა NDI-ზე მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მას საკუთარი რეიტინგის იმედი არ აქვს და გამოსავალს სხვების კრიტიკაში ეძებს.
“შემოუერთდა ის ბიჭი ნაცებს და ისედაც დაქცეულები იყვნენ, ახლა საერთოდ ვერ ლახავენ ბარიერს. კომპლექსი აქვს უკვე, მიხვდა, რომ ეს მისი ბრალია და ახლა, საბოლოოდ, ცელი გამოუსვა NDI-მ, რომელსაც უკვე ეომებიან. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, NDI მათ გვერდით იყო, მაგრამ ახლა რა ქნას, ის ხალხიც შერცხვა, მერამდენედ უნდა ჩაფლავდნენ ამ რეიტინგების გამოქვეყნებით, ვერცერთი ვერ გაარტყეს. ახლა თქვეს რეალობა რაც არის და 4% დაუწერეს, რომელიც აღარ მოსწონთ,”- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე .

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიციას არჩევნები არ სჭირდება, ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს. ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა და მუდმივად არიან სხვა გზების ძიებაში. ეს გზები არის არაკონსტიტუციური

ადგილობრივი არჩევნები არ არის ის არჩევნები, რომელზედაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მოწვევა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების და შესაბამისად, რაღაც სპეკულაციები ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით

ევროპის პარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა დიქტატორ მიხეილ სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან გათავისუფლება – სააკაშვილისა, რომელიც ევროპულმა სასამართლომ პატიმართა სისტემურ და სისტემატურ წამებაში ამხილა