მთელი ამხელა ორგანიზების, სარეკლამო კამპანიების შემდეგ, 3 000 კაცი შეკრიბეს რუსთაველის გამზირზე და სალომე ზურაბიშვილმა სგან ჩაიბარა აღლუმი

მთელი ამხელა ორგანიზების, სარეკლამო კამპანიების შემდეგ, 3 000 კაცი შეკრიბეს რუსთაველის გამზირზე და სალომე ზურაბიშვილმა სგან ჩაიბარა აღლუმი
მთელი ამხელა ორგანიზების, სარეკლამო კამპანიების შემდეგ, 3 000 კაცი შეკრიბეს რუსთაველის გამზირზე და სალომე ზურაბიშვილმა ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარა აღლუმი, როგორც ამას წინასწარ ვაანონსებდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რადიკალური ოპოზიცია არის სრულად მოშლილი.
„ეს არის დღევანდელი რეალობა ოპოზიციაში. ამიტომ, როდესაც მათ საუბარი აქვთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, სინამდვილეში თვითონაც არ უნდათ ეს , იმიტომ, რომ იციან, არიან აბსოლუტურად დაღუპული. უკვე საჯაროდ საუბრობენ ამასთან დაკავშირებით. არც კი აწყობთ. რასაც ითხოვდნენ, ის უკვე საერთოდ აღარ აწყობთ გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო მეტად მძიმედ დამარცხდებიან, ვიდრე დამარცხდნენ გასული წლის ოქტომბერში. ეს არის ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, არავისთვის, მათ შორის, არც მათთვის, არც ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს რადიკალური ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. საქართველოში შედგება სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის და ეს არჩევნები იქნება კიდევ უფრო მეტად სრულფასოვანი, თუ რადიკალური ოპოზიცია მასში არ მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე

პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია