მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 46 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის გზის საფარი; კეთილმოწყობის სხვადასხვა სამუშაო ჩატარდა 120 მისამართზე.
ანგარიშის მიხედვით, ამ პროექტებისთვის დაიხარჯა 21 მილიონზე მეტი ლარი. მთაწმინდის გამგებელმა აქცენტი მომავალი წლის გეგმებზეც გააკეთა.