მთაწმინდაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

მთაწმინდაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
სამსახურის თქმით, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 2 ვერტმფრენიც. მათივე ცნობით, მთაწმინდაზე დაკვამლიანება ჯერ კიდევ არის, რადგან დარჩენილია ხანძრის მხრჩოლავი კერები. მეხანძრე-მაშველები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ.
ხანძარი მთაწმინდის ფერდზე დღეს, 4 ივლისს, შუადღის საათებში გაჩნდა. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს ეკიდა.