მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი

მთაწმინდაზე, სულიკო ჟღენტის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.
მათი განმარტებით, ხანძრის შედეგად ასაკოვანი ქალი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.