„საქსტატმა“, 2025 წლის 1-ლი კვარტლის მიხედვით, თბილისის უბნების საცხოვრებელი უძრავი ქონების, ბინების სეგმენტში, ფასები გამოაქვეყნა. ბინები ყველაზე ძვირი კვლავ მთაწმინდაზე ღირს, ხოლო ყველაზე იაფი – სამგორში.
მთაწმინდაზე კვადრატული მეტრის ღირებულება 6 769 ლარია, რაც 2024 წლის ბოლო კვარტალთან (5 717 ლარი) შედარებით – 18.4%-იანი, ხოლო წლიურად 21.35.%-იანი ზრდაა – 5 578 ლარი. სამგორში ბინის ფასი კვადრატულ მეტრზე 3528 ლარია – ბოლო კვარტალში 3391 ლარი ღირდა (4.04%-იანი ზრდა; წლიურად – 16.02%-იანი).
გთავაზობთ თბილისის უბნებში საცხოვრებელი უძრავი ქონების, ბინების სეგმენტში, კვადრატული მეტრის ფასებსა და წლიური ზრდის / კლების პროცენტულ მაჩვენებელს:
მთაწმინდა – 6 769 ლარი (წლიური ზრდა: 21.35%);
ვაკე – 5 880 ლარი (წლიური ზრდა: 20.84%);
ჩუღურეთი – 4 456 ლარი (წლიური ზრდა: 28.3%);
საბურთალო – 4 297 ლარი (წლიური ზრდა: 11.99%);
დიდუბე – 4 025 ლარი (წლიური ზრდა: 16.8%);
კრწანისი – 3 979 ლარი (წლიური ზრდა: 10.99%);
ნაძალადევი – 3 866 ლარი (წლიური ზრდა: 14.29%);
ისანი – 3 819 ლარი (წლიური ზრდა: 14.39%);
გლდანი – 3 652 ლარი (წლიური ზრდა: 14.13%);
სამგორი – 3528 ლარი (წლიური ზრდა: 16.02%).
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“
