მთავრობის განკარგულებით, კოკა კაციტაძეს და გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნებათ.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებები 26 დეკემბრით თარიღდება.
-ს თავმჯდომარისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა „გაუგრძელდეს-დაენიშნოს შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2025 წლის პირველი იანვრიდან, პირველ ივლისამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად“.
რაც შეეხება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნას, განკარგულებში აღნიშნულია, რომ კაციტაძეს „2025 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად“ სახელმწიფო დაცვა დაენიშნება.
ორივე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „დაცვის ღონისძიებათა განხორციელებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური“ უზრუნველყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის ელჩზე – იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან

გერმანიის ელჩი – ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა – რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს გერმანიაშიც მოხდება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – პირველი მესიჯი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინა 2030 წლის 1-ელ იანვრამდე ევროკავშირში გვყავდეს – მეორე მესიჯი: პასუხს ვაგებინეთ რუსეთს აგრესიის დანაშაულისთვის