მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„უნგრელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმართება ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა