მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაურია – პოლიტიკოსები და აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლას ითხოვენ, სამართალდამცავები კი მათ ამის ნებას არ აძლევენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაურია. პოლიტიკოსები და აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლას ითხოვენ, სამართალდამცავები კი მათ ამის ნებას არ აძლევენ.
შეგახსენებთ, რომ აქციის – “არა რუსულ კანონს” მონაწილეების მიერ ხელისუფლებისთვის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გაწვევისთვის მიცემული 1-საათიანი ვადა ამოიწურა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.
აქციის ერთ-ერთი წამყვანის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლების შემდეგ ხელისუფლებისგან კანონის უკან გაწვევას და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. ასევე, შეკრებილების მოთხოვნაა, აქციაზე გავიდეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი .