მთავრობა საახალწლო ღონისძიებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 16 მილიონამდე ლარს დახარჯავს

საქართველოს მთავრობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საახალწლო ღონისძიებებისთვის 15.8 მლნ ლარს დახარჯავს. შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერმინისტრმა, ირაკლი მ 9 დეკემბერს მოაწერა.
როგორც განკარგულებაში წერია, მთავრობის ადმინისტრაციისთვის ამ თანხას ფინანსთა სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ მშრალ ხიდზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე „საახალწლო სოფლის“ მოწყობის სამუშაოები განახორციელა, თუმცა მიმდინარე მოვლენების პარალელურად, მეწარმეებმა „საახალწლო სოფელში“ მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. გარდა ამისა, გაუქმდა დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ გახსნის ღონისძიებაც.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს“ – პროკურატურა