მთავრობა, რომელსაც ივანიშვილი ხელმძღვანელობს, ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს – კოლსი

ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი პლატფორმა X-ზე FoxNews-ის ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, დღეს, 8 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგენენ.
ევროკავშირმა უნდა გაიზიაროს ეს გზა და არ აღიაროს საქართველოს არც ერთი მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს , ან რომელიმე მარიონეტული პირი ივანიშვილის რეჟიმიდან, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულშია ჩართული”. – წერს რიჰარდ კოლსი.