მთავრობა პატივს არ სცემდა სასამართლოს დამოუკიდებლობას – აშშ-ს ახალი ანგარიში საქართველოზე

-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში. აშშ-ს საგარეო უწყების ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც 2023 წელს ხდებოდა.
ანგარიშის პირველივე გვერდზე საუბარია “უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის” კანონპროექტთან დაკავშირებულ მარტის აქციებზე და ნათქვამია, რომ ეს კანონპროექტი “საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის” სტატუსის მინიჭებას. როგორც წერია, 2023 წელს ქართველები მხარს უჭერდნენ ევროკავშირში გაწევრიანებას.
როგორც ანგარიშში წერია, “სანდო ცნობები ადამიანების უფლებათა მნიშვნელოვან პრობლემებთან დაკავშირებით მოიცავდა: წამებას ან დაუნდობელ, არაადამიანურ, ან დამამცირებელ მოპყრობას; თვითნებურ დაპატიმრებას ან დაკავებას; სასამართლოს დამოუკიდებლობის სერიოზულ პრობლემას, ამასთან ერთად გამოძიებები და სისხლისსამართლებრივი დევნა ფართოდ იყო მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებულად; თვითნებურ ან უკანონო ჩარევას პირად ცხოვრებაში; გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვას, მათ შორის ძალადობასა და მუქარას ჟურნალისტების წინააღმდეგ; მნიშვნელოვან ჩარევას მშვიდობიანი შეკრებისა და ასოციაციის თავისუფლებაში; მთავრობის სერიოზულ კორუფციას; და დანაშაულებს, რომლებიც მოიცავდა ძალადობას ან ძალადობრივ მუქარას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარ ან ინტერსექს პირებისა და აქტივისტების მიმართ”.
ამას გარდა, ხაზგასმულია, რომ “მთავრობამ გადადგა ნაბიჯები, ზოგიერთი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაეწყოთ, თუმცა დაუსჯელობა პრობლემად დარჩა”.
ანგარიშში ყურადღება ექცევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ს საოუპაციო ძალების უკანონო ქმედებებსაც და აღნიშნულია თამაზ გინტურის მკვლელობის შემთხვევაც.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ გავრცელდა რამდენიმე ცნობა პენიტენციურ დაწესებულებებში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობასთან დაკავშირებით. ასევე ნათქვამია, რომ, ცნობების მიხედვით, იყო შემთხვევები, როცა პოლიციელები წინასწარ პატიმრობაში მყოფებს ცუდად ეპყრობოდნენ. ანგარიშში ნახსენებია პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი ც და ნათქვამია, რომ 2022 წლის დეკემბერში საჯარო დამცველი მისთვის შესაფერისი სამედიცინო დახმარების გაწევას ითხოვდა.
თვითნდებური დაკავებების პრობლემის ნაწილში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნახსენებია შემთხვევა, როცა რამდენიმე აქტივისტი ს NATO-სთან დაკავშირებული სიტყვების გამო გამართულ მშვიდობიან აქციაზე ცარიელი ქაღალდის ჭერის გამო დააკავეს.
ანგარიშში პირდაპირაა ნათქვამი, რომ “მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებს დამოუკიდებელ სასამართლოს, მთავრობა არ სცემდა პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებში”. ნათქვამია, რომ “მოსამართლეები იყვნენ პოლიტიკური ზეწოლის” ობიექტები “სასამართლოს შიგნით და მის გარეთაც” ისეთ საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მნიშვნელოვან სუბიექტებს ეხებოდათ.
ყურადღება გამახვილებულია ფაქტზე, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებული იყო საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობით და საუბარია მოსამართლეთა ჯგუფზეც, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები “კლანს” უწოდებენ. ასევე წერია, რომ “სასამართლო სისტემაში გამჭვირვალობის ნაკლებობად ძირი გამოუთხარა ხალხის ნდობას სასამართლოს მიმართ”.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ მთავრობა პატივს არ სცემდა კონსტიტუციით გათვალისწინებულ ნორმებს, რომლებიც პირად ცხოვრებაში ჩარევას ეხება. ხაზგასმულია, რომ მთავრობა აკონტროლებდა ოპოზიციას და ყურადღება ექცევა ფაქტსაც, რომ 2022 წელს პარლამენტმა მიიღო შესწორება, რომლის მეშვეობითაც მალული მოსმენა-მიყურადების ზომების შესაძლებლობა გაზარდეს.
მასალა განახლებადია