მთავრობა ახალ აეროპორტთან 70 ათასიანი სტადიონის მშენებლობას და 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის განაცხადის შეტანას გეგმავს

საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს გააკეთებს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე უკვე ახლად აშენებულ სტადიონზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართველი გულშემატკრივრებისთვის, ჩვენ დედაქალაქს ექნება უნიკალური სტადიონი“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ დღეს დაანონსა, რომ საქართველოში ახალი სტადიონი აშენდება.
„გვინდა, ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც არსებითად სპორტის ამ ორ სახეობას მოემსახურება, გათვლილი იქნება 70 000 მაყურებელზე, იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ