2024 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, მთავრობას ბენზინის შესყიდვა გაუძვირდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ნოემბერში, სხვადასხვა ტიპის ბენზინის ფასი 9 თეთრით გაიზარდა, თუმცა დიზელის იგივე დარჩა.
დოკუმენტაციის მიხედვით, ამის მიზეზი წინა თვეს „პლატსის“ ღირებულება გახდა. “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ მთავრობას გარკვეული “დისქაუნთი” ჰქონდა, რომელიც შეუმცირდა.