მთავრობამ ცესკოს თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა გაუხანგრძლივა

მთავრობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილის სახელმწიფო დაცვა გაუხანგრძლივა. “ქართული ოცნების” პრემიერის ირაკლი კობახიძის განკარგულებით, კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა ჯერ კიდევ გასულ წელს, საპარლამენტო ს წინ დაუნიშნეს.
8 ივლისს გამოცემულ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ს თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა 2026 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივეს.
“გიორგი კალანდარიშვილს დაენიშნოს/გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში”, – წერია ბრძანებაში. გიორგი კალანდარიშვილს დაცვას სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა უნდა გამოუყოს.
ირაკლი კობახიძის გასული წლის ბრძანებაში აღნიშნული იყო, რომ დაცვა ცესკოს თავმჯდომარეს “საჭიროების გასვლამდე” ენიშნებოდა.
“2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის პერიოდში შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვა დაენიშნოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს”, – აღნიშნული იყო კობახიძის მიერ 2024 წლის 10 ოქტომბერს გამოცემულ ბრძანებაში.
საქართველოში 2025 წლის ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს და მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსის, გიორგი ჯანიკაშვილის განცხადებით, სამსახურებრივი ფორმა სისხლით დაესვარა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა თავის არეში ძლიერად მოხვდა, თუმცა „ტანსაცმელი სახლში მისვლის შემდეგ გარეცხა“