მთავრობამ პრეზიდენტს ლიეტუვაში ვიზიტის უფლება არ მისცა

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა.
ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტს 10-12 აპრილს გეგმავდა.
თანხმობისთვის მთავრობას 27 მარტს მიმართა, თუმცა მთავრობის განკარგულებით, ვიზიტზე უარი ეთქვა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, მაინც გაემგზავრება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტების გამო, „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა წამოიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა პარლამენტმა ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენება ვერ შეძლო.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ! – ე.წ. საგამოძიებო კომისია არის კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების კონტრრევოლუცია და მისი მიზანია ჩვენი გენეტიკური კოდის გამოცვლა

თეა წულუკიანი – ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რეალურ შინაარსს შეიძენს და უცხოელი ელჩის აზრი არ იქნება საინტერესო – არცერთი ელჩი, ერთი ორი გამონაკლისის გარდა, პატივს არ სცემდა ჩვენს სუვერენიტეტს

„ნავთლუღის სპეცოპერაციის“ დროს მოკლულის მამამ, მიხეილ ართმელაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ჯალათები უწოდა, თეა წულუკიანმა კი განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ ეს ტერმინი კომისიის დასკვნაში მოხვდება