მთავარი სოციოლოგიური გამოკითხვა თავისუფლების მოედანზე ჩატარდა, საზოგადოებამ კარგად დაინახა, ვინ უჭერს მხარს ოპოზიციას და ვინ მმართველ გუნდს

ტელეკომპანია მთავარმა და ფორმულამ საზოგადოებას სოციოლოგიური კვლევის ახალი შედეგები გააცნეს, ძირითადი სურათი არ შეცვლილა, იმარჯვებს მმართველი გუნდი, გახარია/ხაზარაძის პარტიებს კი კვლავ არაბუნებრივად მაღალი რეიტინგი აქვს, მათთვის მაღალი რეიტინგის დაწერა, შესაძლოა რევოლუციური სცენარის მთავარი ნაწილი იყოს,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე.
ჩიხელიძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიციური პარტიების პროცენტულ მაჩვენებელში ობიექტური რეალობა აისახება და ბარიერს ვერ გადალახავენ, მომენტალურად გავრცელდება მესიჯბოქსი, რომ მათ გაუყალბეს, არგუმენტად კი აღნიშნული კვლევის შედეგებს მოიყვანენ. მისივე თქმით, მთავარი სოციოლოგიური გამოკითხვა თავისუფლების მოედანზე ჩატარდა, საზოგადოებამ კარგად დაინახა, ვინ უჭერს მხარს ოპოზიციას და ვინ „ქართულ ოცნებას“.
„ მთავარი სოციოლოგიური გამოკითხვა თავისუფლების მოედანზე ჩატარდა ტელეკომპანია მთავარმა და ფორმულამ საზოგადოებას სოციოლოგიური კვლევის ახალი შედეგები გააცნეს, ძირითადი სურათი არ შეცვლილა, იმარჯვებს მმართველი გუნდი, გახარია/ხაზარაძის პარტიებს კი კვლავ არაბუნებრივად მაღალი რეიტინგი აქვს, მათთვის მაღალი რეიტინგის დაწერა, შესაძლოა რევოლუციური სცენარის მთავარი ნაწილი იყოს… რადგან არჩევნების შემდეგ, როცა მათ პროცენტულ მაჩვენებელში ობიექტური რეალობა აისახება და ბარიერს ვერ გადალახავენ, მომენტალურად გავრცელდება მესიჯბოქსი, რომ მათ გაუყალბეს, არგუმენტად კი აღნიშნული კვლევის შედეგებს მოიყვანენ…
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კვლევებში ქართული ოცნება იმარჯვებს, მათი პროცენტული მაჩვენებელი ალოგიკურად დაბალია, ციფრებით ასეთმა არასწორმა მანიპულაციამ, შესაძლოა კვლევის დამკვეთებისთვის უკუშედეგი გამოიღოს, რადგან ამით ქართული ოცნების ამომრჩევლების გაბრაზებას იწვევენ და ერთგვარი წითელი ნაჭრის როლს ასრულებს, ერთია ქაღალდზე დაწერილ კვლევა, მეორე კი რეალობა და ხალხის განწყობები! მთავარი სოციოლოგიური გამოკითხვა თავისუფლების მოედანზე ჩატარდა, საზოგადოებამ კარგად დაინახა, ვინ უჭერს მხარს ოპოზიციას და ვინ მმართველ გუნდს, საზოგადოებამ ერთის მხრივ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის შედეგად შეკრებილი ხალხი იხილა, მეორე მხრივ კი მმართველი გუნდის მხარდამჭერები, სხვაობა იმდენად თვალშისაცემია, რომ ციფრებზე საუბარიც კი აზრს კარგავს, ისევე როგორც, მთავარი არხის და ფორმულას ჩატარებული კვლევა, რომელიც თავისუფლებაზე შეკრებილმა მოსახლეობამ, გამოუსადეგარ ინფორმაციად აქცია“,- წერს დავით ჩიხელიძე facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე “ჯი-ემ ფარმას” წარმომადგენელს: ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი – მაშინ, სად იკარგება აზრი, ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტების ფასთა სხვაობასა და ხელმისაწვდომობას შორის?

ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდიდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირია