Meta-ratings.kz გვაუწყებს, რომ ყაზახური “ჟენისი” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატურად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაც რამაზ სვანაძეს განიხილავს.
გუნდი გასულ სეზონში პირველ ლიგაში ასპარეზობდა, პრემიერ ლიგის საგზური მოიპოვა და ახალ თავკაცს ეძებს.
ჯერჯერობით უცნობია, მიიღო თუ არა სვანაძემ ოფიციალური შეთავაზება ყაზახური მხარიდან, 16 ნოემბერს კი მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის.