„მთავარი არხი“ – მოვუწოდებთ ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი და გამოიძიოს მისი უკანონო დაკავების ფაქტი

მოვუწოდებთ ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი და გამოიძიოს მისი უკანონო დაკავების ფაქტი,- ამის შესახებ „მთავარი არხის' მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ტელეკომპანია განცხადებაში წერს, „მთავარი არხის“ გუნდი დიდი ხანია არის “ქართული ოცნების” ანგარიშსწორების სამიზნე.
„დღეს გამთენიისას საპროტესტო აქციაზე გაიტაცეს და დააკავეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია. მთავარი არხის“ გუნდი დიდი ხანია არის „ქართული ოცნების“ ანგარიშსწორების სამიზნე. მიმდინარე პერიოდში განსაკუთრებულად გაზრდილია აგრესია მედიის მიმართ და ღიად, დემონსტრაციული მეთოდებით ხდება ჟურნალისტებზე თავდასხმა. ეგრეთწოდებული სამართალდამცავი ორგანოები მიზანმიმართულად აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მედიის წარმომადგენლებს და ხელს უშლიან პროფესიულ საქმიანობაში.
მოვუწოდებთ ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს “მთავარი არხის” ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია და გამოიძიოს მისი უკანონო დაკავების ფაქტი.
„მთავარი არხის“ გუნდი ასევე სოლიდარობას უცხადებს აქციის დარბევისას დაზარალებულ ყველა მოქალაქესა და კოლეგა ჟურნალისტებს სხვა მედიებიდან. ჩვენ ერთად ვიბრძვით ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის, ამ ბრძოლაში ვართ ურყევები და მიზანდასახულები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო