“მთავარი არხის” ინფორმაციით, აბუ დაბიში დაპატიმრებული და ვიქტორ სანიკიძე თბილისში დაბრუნდნენ

“მთავარი არხის” ინფორმაციით, აბუ დაბიში დაპატიმრებული “ქართული ოცნების” წევრები, და ვიქტორ სანიკიძე თბილისში დაბრუნდნენ. წყარო “მთავარ არხს” უყვება, რომ მაღალჩინოსნებს მაქსიმალური ჯარიმა – 80 000 დოლარი დაეკისრათ გადასახდელად.

წყაროს ცნობით, მანამდე, არალეგიტიმურმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელების გასათავისუფლებლად ადგილობრივ მაღალჩინოსნებთან რამდენიმე ზარიც განახორციელა, თუმცა, მის თხოვნას, გაეთავისუფლებინათ ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე შედეგი არ მოჰყვა, ისინი იზოლატორში რამდენიმე დღით დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ დაბიში მყოფი ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო