“მთავარი არხის” დამფუძნებლის განაცხადი – მმართველ პარტიაში სა და ს პოლიტიკური გაყრის არ სჯერათ

მმართველ პარტიაში სა და ს პოლიტიკური გაყრის არ სჯერათ. “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ექსპრეზიდენტი, ფაქტობრივად, კონკურენტი ძალის ლიდერად, “ვივა მედში”, მისი პალატის დატოვების შემდეგ დაასახელა. თქვა, რომ საარჩევნოდ ხაბეიშვილის “ნაცმოძრაობასთან” არ ითანამშრომლებს, თუმცა სა და სხვა ყოფილ “ნაციონალებთან” კოლაბორაცია არ გამორიცხა. “ქართული ოცნებისთვის” ამ ფორმით სააკაშვილისგან დისტანცირების მცდელობა აბსურდულად გამოიყურება. პარლამენტის სპიკერმა გვარამიას, დღეს, დაანონსებული პარტიის პრეზენტაციამდე, პოლიტიკური წარსულიც შეახსენა.
მედიასთან დღეს თავად გვარამია აღარ გამოჩენილა. მის მიერ უარყოფილ “ნაცმოძრაობაში” კი ყოფილი თანაგუნდელის ღიად გაკრიტიკება გაუჭირდათ. შეფასებაში უფრო მკვეთრი და კრიტიკული იყო “ნაციონალურ მოძრაობასთან” საარჩევნო ალიანსში მყოფი “სტრატეგია აღმაშენებელი.”
“ნაციონალური მოძრაობისგან” გვარამიას დისტანცირება წარმოუდგენელ პოლიტიკურ ამოცანად მიაჩნიათ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. პოლიტიკოსების თქმით, “მთავარი არხის” დამფუძნებელი, წლების განმავლობაში, სწორედ სააკაშვილის გუნდის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო. ეს ფაქტი ნიკა გვარამიას ახალ განცხადებებს დამაჯერებლობას უკარგავს.
სააკაშვილი უდრის გვარამიასა და “ნაცმოძრაობიდან” წასულ ყველა პოლიტიკოსს – ტოლობის ნიშანი დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში დასვეს. ნიკა გვარამია, როგორც სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მინისტრი და პროკურორი, კანონმდებლებისთვის, “ნაცმოძრაობასთან” ასოცირებული ფიგურაა.
ს მიერ შეწყალებული “მთავარი არხის” დამფუძნებელი, რამდენიმე თვეა, პოლიტიკაში დასაბრუნებლად ემზადება. გვარამია 2024 წლის არჩევნებზე გამოსვლას 5 ნომრის ქვეშ გამორიცხავს და ახალ მოკავშირეებს ეძებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან